30, ივლისი 2020 16:54:00
ხელვაჩაურის საკრებულოს დღევანდელი სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. მიზეზი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ვაჟა თავდგირიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი იყო. პროტესტის ნიშნად, კენჭირსყრაში მონაწილეობა ოპოზიციის წევრებმა არ მიიღეს. რას ამბობენ მმართველ პარტიაში?
ხელვაჩაურის საკრებულოს დღევანდელი სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. მიზეზი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ვაჟა თავდგირიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი იყო. პროტესტირს ნიშნად, კენჭირსყრაში მონაწილეობა ოპოზიციის წევრებმა არ მიიღეს.
ხმაურით და სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო დღევანდელი სხდომა ხელვაჩაურის საკრებულოში. დავა, ვაჟა თავდგირიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით დაიწყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვდა. მმართველი გუნდმა კი ოპოზიციონერი კოლეგისთვის, მანდატის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გუშინ დააანონსა. ვაჟა თავდგირიძე სხდომებს უკვე ექვსი თვეა არ ესწრება. როგორც თანაგუნდელები აცხადებენ, მას ონკოლოგიური დაავადება აქვს და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.
კენჭისყრაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მონაწილეობა პროტესტის ნიშნად არ მიიღეს და სხდომათა დარბაზი დატოვეს. ვაჟა თავდგირიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი საკრებულოს თხუთმეტმა წევრმა დაუჭირა. მათ კოლეგის მიერ, ორჯერ წარდგენილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა საპატიოდ არ მიიჩნიეს. რატომ? კითხვაზე ნადიმ ვარშანიძემ არ გვიპასუხა და ჩვენგან თავის დაღწევას შეეცადა.
ვინაიდან, ვაჟა თავდგირიძეს უფლებამოსილება შეუჩერდა, ხელვაჩაურის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ქრისტიან კონსერვატორები“ დაიშალა, ვინაიდან ხუთკაციანი შემადგენლობით ფრაქცია ვეღარ იარსებებდა.
მმართველი გუნდსა და ოპონენტებს შორის, სხდომაზე დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება, დასრულების შემდეგ, მერიის დერეფანში გაგრძელდა.