30, ივლისი 2020 17:15:00
საქართველოს პროკურატურამ სამსახურეობრივი მდგომარეობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე შპს ,,მარიამი ო.ბ.-2006“-ის დირექტორი და ექსპერტი დააკავა. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, ბრალი წარედგინათ ხელვაჩაურის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილ უფროსს, სამუშაოთა მიმღები კომისიის თავმჯდომარეს და მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ყოფილ უფროს სპეციალისტს, სამუშაოთა ტექნიკურ ზედამხედველს. გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელ ახალსოფელში სასმელი წყლის წყალსადენის მშენებლობისა და მაგისტრალის მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,მარიამი ო.ბ.-2006“-ის დირექტორმა, დაამზადა შესრულებული სამუშაოების მიღების ყალბი აქტები, სხვა ბრალდებულებმა კი ყალბი დოკუმენტის სინამდვილე დაადასტურეს რა გზითაც ისინი დაეუფლნენ ხელვაჩაურის მერიის კუთვნილ 82 ათას 439 ლარს. გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს.