31, ივლისი 2020 18:58:00
ხულოში მომხდარი ინცინდენტის შედეგად დაშავებული თამაზ აბაშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. იგი სამედიცინო დაწესებულებიდან სახლში მალევე გაეწერა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მტკიცებით, ფიზიკური დაპირისპირება გუშინ, საქართველოს პარლამენტში მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარს, ანზორ ბოლქვაძესა და ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, თამაზ აბაშიძეს შორის მოხდა. ინციდენტისას კი აბაშიძე დაშავდა. ფაქტს ანზორ ბოლქვაძე უარყოფს და ირწმუნება, რომ მის შესახებ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.