31, ივლისი 2020 17:51:00
განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, თურქეთის მოქალაქე დააკავეს. ბრალდებულმა, სარფის გავლით, საქართველოში მალულად შემოიტანა არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობები. საბაჟო ღირებულება 175 ათას ლარს აღემატება. მიმდინარეობს გამოძიება , სასჯელი 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.