08, ივნისი 2017 17:07:00
ბათუმსა და ქობულეთში კულტურული მემკვიდრეობის 7 ძეგლის რეაბილიტაცია იგეგმება. რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვისთვის 229 000 ლარი დაიხარჯება. სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის კი თანხის გამოყოფა მომავალი წლის ბიუჯეტში იგეგმება, საიდანაც ნაწილს ბათუმის მერია, ხოლო დანარჩენს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო დაფარავს. მერიაში ირწმუნებიან, რომ 2020 წლისათვის ნგრევის პირას მისული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდება. პროგრამა აჭარის მთავრობისა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.