08, ივნისი 2017 20:26:00
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე გასხვისდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მიწის როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლება შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანებას, სახელმწიფოს და თვითმმართველ ერთეულს. პრემიერ-მინისტრის თქმით, უახლოეს დღეებში მმართველ გუნდი ინიციატივით მიმართავს საკონსტიტუციო კომისიას, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების წესის შესახებ.