08, ივნისი 2017 20:25:00
საზაფხულო სეზონის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება საკითხი რომელიც ქალაქის მოსახლეობას ყოველწლიურად აწუხებს. ტროტუარის დიდი ნაწილი ღია კაფეებსა და მაღაზიებს აქვთ ათვისებული, რაც ფეხით მოსიარულეებისათვის გადაადგილების პრობ ლემას ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ საკითხი საზოგადოების და მესამე სექტორის კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა, დღესაც „მაცნეს“ გადამღებმა ჯგუფმა არაერთი ისეთი ობიექტი დააფიქსირა, სადაც ქვეითებისთვის გავლა ჭირს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის კი საერთოდ შეუძლებელია. რას გეგმავს ქალაქის მერია პრობლემის მოსაგვარებლად მიმდინარე წელს ?