03, აგვისტო 2020 21:39:00
თურქეთში სეზონურად დასაქმებულებისთვის საზღვრის კვეთის და სამუშაოდ წასვლის კრიტერიუმები დაზუსტდა. მთავრობის განკარგულებით, მეზობელ ქვეყანაში მოქალაქეები სამუშაოდ წასვლას დამსაქმებლის მიწვევით შეძლებენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ინფორმაციით, მსუველებს დარეგისტრირება სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით შეეძლებათ, ეს უკანანსკნელი კი 4 აგვისტოდან იქნება ხელმისაწვდომი.ნინო ნიჟარაძის თქმით, აპლიკაცია მარტივია და მოქალაქის პირად ინფორმაციას მოიცავს. სწორედ ამ აპლიკაციაში იტვირთება მიწვევის დოკუმენტი.