04, აგვისტო 2020 21:25:00
3 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო აქტივებმა 890 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან 1.7 პროცენტი ვადიან დეპოზიტებზეა, 25.2 პროცენტი სარგებლიან ანგარიშებზე. ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, დარიცხული წლიური ეფექტური სარგებელი 11.4 პროცენტია, რაც ქვეყანაში არსებულ წლიურ ინფლაციაზე ორჯერ მეტია. თანხა 68 მილიონ ლარს შეადგენს.