05, აგვისტო 2020 21:59:00
საპროტესტო აქციებს განაგრძობენ მოქალაქეები, რომლებიც თავს თურქეთში მუშაობით ირჩენდნენ. პანდემიის ფონზე სამსახურის გარეშე დარჩენილები სახელწიფოს რამდენიმე მოთხოვნას უყენებენ. მათ შორისაა სტაბილური სამუშაო ან ყოველთვიური 300 ლარიანი კომპენსაცია, მეზობელ ქვეყანაში მოწვევის გარეშე წასვლა და საკონსულოში დოკუმენტაციის საფასურის გარეშე თარგმნა. აქციის მონაწილეები ჯერ თურქეთის საკონსულოსთან შეიკრიბნენ, შემდგო კი მსვლელობით აჭარის მთავრობასთან გადაინაცვლეს. ადგილობრივ ხელისუფლებაში განცხადეს, რომ კომპენსაციების ყოველთვიურად გაცემის საკითხს შეისწავლიან.