05, აგვისტო 2020 19:29:00
„სტრატეგია აღმაშენებლის“ აჭარის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს. საქმე ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსის მშენებლობას ეხება. პოლიტიკური პლატფრმის წარმომდგენლები ამტკიცებენ, რომ ობიექტი უხარისხოდ შენდება, გარდა ამისა აცდენილია ვადები. არკად დავითაძე მოუწოდებს ფუტკარაძის უწყებას დროულად მოხდეს კანონის შესაბამისი ზომების გატარება. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისროში საპასუხო კომენტარი არ გაკეთდა.