06, აგვისტო 2020 21:15:00
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ე.წ ჭაობის დასახლებაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, უახლოეს პერიოდში 3 ქუჩის კეთილმოწყობა დაიწყება, ამ ეტაპზე კი ურეხის შესახვევში სანიაღვრე სისტემის მოწყობა ხორციელდება. უკვე მოწესრიგდა ლუკა ასათიანის, თევრათ გორგილაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩის მონაკვეთები, ასევე ლადო ასათიანის ჩიხი. პროექტის ღირებულება 7 მილიონ ლარს აღემატება.