11, აგვისტო 2020 21:48:00
საინიციატივო ჯგუფი -,,არა ქიმიურ ტერმინალს“, ბათუმის ტერმინალიდან კარბამიდისა და ამონიუმის გვარჯილას გადაზიდვის აკრძალვას ითხოვს. ორგანიზაციის წევრები პარალელს ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან ავლებენ და არ გამორიცხავენ, რომ მოვლენები ანალოგიური სურათით ბათუმშიც განვითარდეს. ამბობენ, რომ ნივთერებების გადაზიდვა ბათუმის ნავსადგურიდან იგეგმება, რის გამოც ბათუმის საკრებულოს, საკითხის სპეციალისტების ჩართულობით განხილვისკენ მოუწოდებენ.