11, აგვისტო 2020 21:30:00
ივლისში მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 24 ფაქტი გამოვლინდა. გამოძიების პროცესში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების 33 თას 280 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. მიმდინარეობს გამოძიება, სასჯელი თავისუფლების აღკვეთაა 6-დან 8 წლამდე ვადით.