09, ივნისი 2017 17:07:00
ბათუმის მდგრადი ურბანული გადაადგილების ინტეგრირებული გეგმა მზადაა. პროექტი დღეს წარადგინეს. დოკუმენტი პროექტ მწვანე ქალაქის ფარგლებში მოამზადეს. გეგმის მიხედვით, ქალაქი პარკირების რამდენიმე ზონად დაიყოფა და გაიზრდება გადასახადი. იგეგმება საგზაო ნიშნების და მონიშვნების აღნიშვნების გაუმჯობესება. სიახლეები იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებითაც. ქალაქის მერის განცხადებით, პროექტის განხორციელებით ქალაქში ამ კუთხით არსებული სურათი მკვეთრად შეიცვლება. პროექტი ბათუმის საკრებულოს დასამტკიცებლად დაახლოებით ერთ თვეში გადაეგზავნება. ბათუმი საქართველოში პირველი ქალაქია, რომელმაც მდგრადი ურბანული გადაადგილების გრძელვადიანი გეგმა შეიმუშავა. პროექტის მხარდამჭერი გაეროს განვითარების პროგრამა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდია .