17, აგვისტო 2020 11:20:00
ურეკში, ზღვაში საბანაოდ შესულ 22 წლისკაცის ცხედარი იპოვეს.
ცნობისთვის, ორი ახალგაზრდა 15 აგვისტოს ზღვაში შევიდა საბანაოდ, თუმცა მათ მალე დახმარება ითხოვეს. მაშველებმა 17 წლის ბიჭის წყლიდან გამოყვანა შეძლეს, 22 წლის ახალგაზრდას კი ამ დრომდე ვერ პოულობდნენ. სამაშველო სამუშაოებში ჩართულნი იყო მყვინთავები და სამძებრო სპეციალური ტექნიკა.