18, აგვისტო 2020 17:57:00
დანიშნული ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის ინიციატივით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. არჩილ ჩიქოვანი ადგილობრივებს მესამედ შეხვდა. მიზანი ბათუმელებთან მჭიდრო კომუნიკაცია და თითოეული მოქალაქის პრობლემის სწრაფად მოგვარებაა. დღევანდელ შეხვედრაზე სამშენებლო, ინფრასტრუქტურული, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წინაშე არსებული პრობლემები და სოციალური საკითხები გამოიკვეთა. შეხვედრასთან დაკავშირებით უნდა დარეკოთ შემდეგ ნომერზე 04 22 27 01 19. შესაბამისი ინფორმაცია და ვიდეო-მასალა ბათუმის მერიის პრეს-სამსახურმა მოგვაწოდა.