18, აგვისტო 2020 17:59:00
პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა. ვასილ მაღლაფერიძემ შესაბამისი განცხადებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უკვე მიმართა. მან გადაწყვეტილების მიზეზად მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გაშუქება დაასახელა. როგორც განმარტა, თანამდებობა იმის გამო დატოვა, რომ მაუწყებლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს.