12, ივნისი 2017 20:11:00
წერილი TV 25-ის რედაქციას N3 პენიტენციალური დაწესებულებიდან. მსჯავრდებული ფრიდონ ჯობავა დროულ სამედიცინო მომსახურებას ითხოვს. წერილში აღნიშნულია, რომ პატიმარს სმენის დაქვეითება, წელის მალების ოსტეოქონდოზი, სახეზე გამონაყარი და ყელის პრობლემები აწუხებს. ჯობავას 2012 წლის სისხლის ანალიზით დადგენილი აქვს ც ჰეპატიტი, ასევე, მას პროქტოლოგთან კონსკულტაცია ესაჭიროება. პატიმარი გვწერს, რომ ციხის მთავარ ექიმს არაერთხელ მიმართა, თუმცა იგი ცრუ დაპირებებს აძლევს კლინიკაში გადაყვანაზე და ც ჰეპატიტზე განმეორებითი ანალიზის შედეგებით ირწმუნება, რომ პატიმარს ვირუსი არ აქვს. ჯობავა ჯანდაცვის სამინისტროსგან საკითხზე დროულ რეაგირებას და სახალხო დამცველის აპარატისგან მონიტორინგის ჩატარებას ითხოვს. პატიმარი მიმართავს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარეებს - სოფო კილაძეს და ცოტნე ანანიძეს, საკითხით დაინტერესდნენ.