02, სექტემბერი 2020 16:35:00
სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისში" მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა. შეგახსენებთ, "ოაზისი" ამ დროისთვის ჩაკეტილია. შეჩერებულია ახალი დამსვენებლების მიღებაც.
სასტუმროში, ჯამში, 900 ვიზიტორი იმყოფება. ტერიტორიაზე გადაადგილება აკრძალულია. სასტუმროდან ვერც ის პირები გავიდნენ, რომლებსაც ტერიტორია დღეს, დღის თორმეტ საათამდე უნდა დაეტოვებინათ.