12, ივნისი 2017 20:01:00
,,მოგზაურობა ბათუმში“-ამ სახელწოდებით ნუგზარ ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. მწერალს,პოეტს, პუბლიცისტსა და ჟურნალისტს დღეს 70 წელი შეუსრულდებოდა. შეხვედრაზე საპატიო ბათუმელი მისმა თანამედროვეებმა, მეგობრებმა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ნუგზარ ჯაფარიძე რვა წიგნის ავტორია. იგი წლების განმავლობაში გაზეთების „აჭარასა“ და „აღორძინების“ რედაქტორი იყო. 2014 წლის 6 ნოემბერს ბათუმში გორგასლისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში არსებულ სკვერს ნუგზარ ჯაფარიძის სახელი მიენიჭა. აქვე დაიდგა მემორიალური დაფა. საღამოს ასევე ფოტოგამოფენა მოეწყო.