04, სექტემბერი 2020 09:43:00
გუშინ, სოფელ ხაბელაშვილებში მომხდარ ავარიას ქობულეთის სამაშველოს უფროსი ემსხვერპლა. მამუკა ხაბაზთან ერთად კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი გომის მთიდან ბრუნდებოდნენ. არსებული ინფორმაციით, მანქანა 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მომხდარის შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე მალევე გამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.