04, სექტემბერი 2020 11:35:00
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, არსებობს რისკი იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა დაბრუნდეს.
"არსებობს რეალური რისკი, სერიოზული რისკი, რომ იძულებული გავხდეთ დავაბრუნოთ საგანგებო მდგომარეობა. ეს გარკვეულწილად იმის შედეგია, რომ ყურადღება მოვადუნეთ", — განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, ეს მიკროაფეთქებები კარგი არ არის, თუმცა მოსალოდნელი იყო.
"იქნება მეორე ტალღა. უფრო გაგვიჭირდება ვიდრე ახლა, მაგრამ იმდენად არ გაგვიჭირდება, როგორც მარტში და აპრილში", — ამბობს ცერცვაძე.
შეგახსენებთ, 4 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 15-ით გაიზარდა.