13, ივნისი 2017 17:02:00
ქობულეთში ნინოშვილის ქუჩის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება. უკვე მოწესრიგებულია ტროტუარები და სანიაღვრე სისტემა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ქუჩის სავალი ნაწილი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. სამუშაოებისთვის 175 000 ლარი დაიხარჯება. ნინოშვილის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ეტაპობრივად ხორციელდება. გასულ წლებში ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა.