08, სექტემბერი 2020 11:00:00
ბათუმში, საფეხბურთო სტადიონის გახსნა, რომელიც 12 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი, გადაიდო. აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში ამბობენ, რომ მიზეზი, რეგიონში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. სტადიონი შესაძლოა, ოქტომბერში გაიხსნას, თუმცა ზუსტი დრო დადგენილი არ არის.
12 სექტემბერს ახალ სტადიონზე ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩი უნდა ჩატარებულიყო.
„შეხვედრა ახალ სტადიონზე არ ჩატარდება, თუმცა სად გაიმართება მატჩი, ჯერ არ არის გადაწყვეტილი“