13, ივნისი 2017 20:03:00
შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში წიგნის ,,წერილები სტამბულის ქართული სავანიდან“ პრეზენტაცია გაიმართა. კრებულში ქართველ-კათოლიკეთა სტამბოლის ეკლესია-მონასტრის ბიბლიოთეკასა და არქივში დაცული მასალებია თავმოყრილი. მკითხველი ისტორიის, ეთნოგრაფიის, ენათმეცნიერების, ლიტერატურისმცოდნეობისა და თურქეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობის საკითხებში ბევრ ახალ დეტალს გაეცნობა. კრებულზე 2013-2016 წლებში ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფი მუშაობდა. წიგნი შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის დაფინანსებული საგრანტო სამეცნიერო პროექტის ფარგლებში გამოიცა.