09, სექტემბერი 2020 12:23:00
სკოლებში საზეიმო ღონისძიებები აღარ იქნება - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა.
ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, შესაბამისი რეკომენდაცია უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა.
მისივე თქმით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე სკოლებში საზეიმო ღონისძიებები უნდა გაუქმდეს.