09, სექტემბერი 2020 13:31:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში ყველაზე ცხელ წერტილად აჭარა რჩება. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ბათუმში ათი შემთხვევის ინფიცირების წყარო ჯერ-ჯერობით უცნობია.
„მოგეხსენებათ, ყველაზე ცხელ წერტილად რჩება აჭარა, სადაც ინციდენტობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი გვაქვს, 100 000 მოსახლეზე 47.8. იქ 25 ახალი შემთხვევიდან შვიდი არის ხოფის კლასტერი, ორი თანამშრომელი და ხუთი ოჯახის წევრი, ასევე სამი იუსტიციის სახლის შემთხვევა გვაქვს თავისი ოჯახის წევრებით, ერთი სამშობიარო სახლის ექთანი, ერთი გარემოს დაცვის თანამშრომელი, ორი „ორბის“ თანამშრომელი, ერთი სასაზღვრო პოლიციის, ერთი კლინიკა „ბრადერსის“ სანიტარი“.