09, სექტემბერი 2020 16:05:00
ჭიანჭველა ერთ-ერთი მწერია, რომლისაც ადამიანებს იშვიათად თუ ეშინიათ, ან განიცდიან ზიზღს. ისინი უწყინარნი, შრომისმოყვარე, ძლიერები და სოციალური მწერები არიან.
მათ საკუთარ სხეულთან შედარებით, ყველაზე დიდი ტვინი აქვთ.
ჭიანჭველა მსოფლიოში ყველაზე პატარა, მაგრამ ყველაზე გონიერი არსებაა. მას თავისუფლად შეუძლია თავისზე 25-ჯერ დიდი ტვირთი ატაროს.
მსოფლიოში დაახლოებით 12 000 ჭიანჭველის სახეობაა გავრცელებული, რომლებიც ანტარქტიკის გარდა ყველა კონტინენტზეა მოდებული.
კოლონიები შედგება 3 კასტისგან: მდედრები, მამრები და მუშა ინდივიდებისგან. ისინი ცხოვრობენ ოჯახებად (კოლონიებად) ბუდეებში. ბუდეები სხვადასხვა სახისაა. მაგალითად: მიწისქვეშ, ხეებში, ქვის ქვეშ, ზოგიერთი სახეობა კი მცენარეების ნაწილებისგან აგებენ ბუდეებს.
არსებობენ პარაზიტული სახეობებიც, რომლებიც სხვა სახეობის ბუდეებში ცხოვრობენ.