10, სექტემბერი 2020 10:44:00
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დადასტურდა. უწყების ცნობით, სტაციონარში მკურნალობს 122 პაციენტი, საკარანტინო სივრცეში მეთვალყურეობას 18 კოვიდ დადებითი პაციენტი გადის.
ჯამში, ამ ეტაპზე აჭარაში კორონავირუსის 223 შემთხვევა დადასტურებული.