10, სექტემბერი 2020 18:02:00
ლევან ვარშალომიძემ საკარანტინო სივრცე დატოვა. შენობასთან გულშემატკივრები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ელოდებოდნენ. პირველი განცხადება უკვე გააკეტა და თქვა, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში დღეიდან ერთვება.
აცხადებს, რომ დღეს მთავარი გამოწვევა სიღარიბეა და სწორედ მისი დაძლევის კონკრეტული გეგმით მოდის. ვარშალომიძემ ასევე აღნიშნა, რომ მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის გეგმებს და რომ იგი საქართველოში უნდა დაბრუნდეს.
2020 წლის არჩევნებზე ვარშალომიძე კენჭს „ნაციონალური მოძრაობის" სახელით, პარლამენტში, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იყრის.