14, სექტემბერი 2020 11:04:00
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 2 ათას 530 PCR ტესტი ჩატარდა. მათგან კოვიდ19-ი 108 პირს დაუდასტურდა. აღნიშნული რიცხვი აჭარაში რეკორდული მაჩვენებელია.
ამ ეტაპზე, სტაციონარში 238 პაციენტი მკურნალობს. კარანტინში კი მეთვალყურეობის ქვეშ 97 პაციენტი იმყოფება.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს მასშტაბით ვირუსი 165 ადამიანს დაუდასტურდა.