14, სექტემბერი 2020 16:22:00
კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულებს ბათუმის სამშობიარო სახლში უმკურნალებენ. შენობაში იზოლირებული ბლოკებია მოწყობილი. კლინიკაში 7 პაციენტი უკვე შეიყვანეს და სამედიცინო დაწესებულება ჯამში, 22 პაციენტის მიღებას შეძლებს. ასევე, იზოლირებულად იქნებიან ჩვილებიც.
შეგახსენებთ, სამშობიარო სახლის თანამშრომელს კოვიდ19-ი 9 სექტემბერს დაუდასტურდა.