16, სექტემბერი 2020 10:32:00
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 144-ით გაიზარდა. გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ჩატარდა 4000 PCR ტესტი, აქედან 124 შემთხვევა დადებითია.
მკურნალობის კურსს 479 პაციენტი გადის, აქედან 321 სამედიცინო დაწესებულებაში, 158 კი საკარანტინო სივრცეში იმყოფება მეთვალყურეობაზე.