16, სექტემბერი 2020 18:05:00
"TV25"-ის facebook და instagram გვერდი დღეიდან ვერიფიცირებულია! TV25 ქვეყნის მასშტაბით, ერთადერთი რეგიონული მაუწყებელია, რომლის ოფიციალური გვერდები, ფეისბუქის ადმინისტრაციამ, შესაბამისი ნიშნულით აღნიშნა. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ, რაც წლების დაკვირვების შედეგად დაადგინა, რომ ჩვენ საზოგადოებას მხოლოდ მნიშვნელოვან და უნიკალურ კონტენტს ვაწვდით. ვერიფიკაცია სავალდებულო და აუცილებელი ეტაპია, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა ანგარიშების უსაფრთხოებას. ეს არის პროცესი, როდესაც შესაბამისი დოკუმენტებით ადასტურებ, რომ ეს ნამდვილად შენ ხარ!