16, სექტემბერი 2020 21:59:00
კორონავირუსის პანდემიის ფონზე გართულებული ცხოვრება და უკმაყოფილო მოქალაქეები. ბოლო ნახევარი წლის განმვალობაში თვალშისაცემად გაძვირდა დოლარი, საკვები პროდუქტები და მედიკამენტები. წამლებზე ფასების ზრდა განსაკუთრებით მტკივნეული პენსიონერებისთვის აღმოჩნდა. საქსტატის მონაცემებით წამლების ღირებულებამ 3-დან 26 პროცენტამდე იმატა.
ფარმაცია ერთ-ერთი მსხვილი სერქტორია ქვეყანაში, სადაც კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ფასების ზრდა განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა. რამდენად გაძვირდა წამლის ღირებუელბა - მონაცემები საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ დააჯამა. საქსტატის მიხედვით, გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, ფასები ისეთ პრეპარატებს დაემატა, როგორიცაა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, ვიტამინები, ანტიბიოტიკები და სხვა. ფასების ზრდის პროცენტრული მაჩვენებლები ასე გამოიყურება:
მედიკამენტებზე ფასების მომატება განსაკუთრებით მტკივნეულად აისახა პენსიონერებზე. შექმნილ რთულ მდგომარეობაზე ყვლა ერთხმად საუბრობს.
წამლების გაძვირების რამდენიმე ფაქტორზე საუბრობს აჭარის ფარმაცევტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. თამაზ ავალიანი ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების პარალაელურად, დღეს ამის მიზეზი, პანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვრებია. განმარტავს, რომ საქართველოში გაყიდვაში არსებული წამლების 90% იმპორტირებულია. არის კიდევ ერთი, წლების განმავლობაში არსებული და უცვლელი მიზეზი. როგორც ავალიანი აბობს, სახემწიფოსგან ფასები არ კონტროლდება.
ეკონომისტი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე, ფასების ზრდა ლოგიკურია, თუმცა სპეციალისტის შეფასებით, პროცესი უფრო ლარის გაუფასურების შედეგია, ვიდრე ჩაკეტილი საზღვრების.
როგორც მოქალაქეები აღნიშნავენ, მედიკამენტებთან ერთად, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გაძვირდა სამედიცინო მომსახურებაც.