18, სექტემბერი 2020 21:30:00
რადგანაც წინასაარჩევნო პერიოდია, ჩვენ ეტაპობრივად ვაშუქებთ თუ რა ხედვა აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ისეთი ძირეული დარგების განვითარებაში, როგორიცაა ჯანდაცვა, ეკონომიკა, ტურიზმი, სოფლის მიმართლება. დღეს კი ჩვენ უნდა შევეხოთ განათლების მიმართულებას. რა პოლიტა აქვთ მაჟორიტარობის კანდიდატებს და როგორ წარმოუდგენიათ მათ განათლების ხარისხის გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობა? თეო ფუტკარაძე გიმაბობთ
განათლების ხარისხის გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობა, 2020 წლის არჩევნებისთვის, ყველა პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო პროგრამის განუყოფელი ნაწილი და პრიორიტეტია. თუმცა, გაგიჭირდებათ ნახოთ ისეთი თანმიმდევრული ნაბიჯების გეგმა საარჩევნო პროგრამებში, რომელიც ნათლად დაგანახებთ სურათს, თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს სწავლა-სწავლების ხარისხი და მისი ხელმისაწვდომობა ქვეყანაში. "ლელო საქართველოსთვის" კომპლექსური გეგმით მოდის. რაში მდგომარეობს ერთ-ერთი ძირეული დარგის გაძლიერება, პარტიის ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, საქართველოს პარლამენტში ასე განმარტავს.
როგორ შეიძლება გაძლიერდეს განათლების ხარისხი ქვეყანაში - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" თვლიან რომ მუშაობა საკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან უნდა დაიწყოს. კერძოდ, დაინერგოს ვაუჩერიზაციის სისტემა. პარტიაში საუბრობენ გაცვლითი პროგრამების შემოღებაზეც, სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის, ხოლო უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობისთვის აუცილებლად მიაჩნიათ სტუდენტური კრედიტების დანერგვა.
,,ევროპულ საქართველოში" ფიქრობენ, რომ აუცილებელია მოხდეს სკოლების დეცენტრალიზაცია. მარალმთიანი აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატი პარლამენტში, ტარილე ნაკაიძე ფიქრობს, რომ სკოლების მეტი დამოუკიდებლობა, განათლების ხარისხის გაუმჯობესების პირდაპირპროპორციულია. ნაკაიძე მნიშვნელოვნად მიიჩნევს მაღალმთიანი სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლის დაფინანსებას აკადემიური მოსწრების მიუხედავად.
,,პატრიოტთა ალიანსი"-ს საარჩევნო პროგრამაში განათლება პრიორიტეტი არ არის. მხოლოდ იმაზე საუბრობენ, რომ პედაგოგებს ანაზღაურება უნდა გაეზარდოთ. აქვთ კიდევ ერთი შენიშვნა. პარტიის მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ სასკოლო პროგრამებში, ცალკე დრო უნდა ეთმობოდეს პატრიოტიზმის სწავლებას.
რას გულისხმობს "ქართული ოცნების" თვალით დანახული ძლიერი განათლების სისტემა?! პარტიის კანდიდატებს შორის, არ მოიძებნა პირი, ვინც ამ მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრებდა.