21, სექტემბერი 2020 10:40:00
ტაჯ მაჰალი იხსნება. ინდოეთის მთავარი ღირსშესანიშნაობა 6 თვის განმავლობაში დაკეტილი იყო. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს. აღნიშნულის თანახმად, შეზღუდვები კვლავ ძალაში დარჩება. როგორიცაა პირბადის ტარება, თერმოსკრინინგი, ასევე დამთვალიერებლები ვალდებული იქნებიან ტერიტორიაზე დისტანცია დაიცვან.
ცნობისთვის, ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 87 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 1 130 ადამიანი დაიღუპა.