22, სექტემბერი 2020 21:30:00
31 ოქტომბერს საქართველოში არჩევნებია. ზუსტად 39 დღეში თითოეული ჩვენგანი საარჩევნო ყუთთან მივა და შემოხაზავს მისთის სასურველ კანდიდატს. მანამდე კი თავად პოლიტიკოსები მოდიან ჩვენთან, გვაცნობენ საარჩევნო პროგრამას, იძლევიან დაპირებებს და გვაჯერებენ ათასი პრობლემის მოგვარება-გადაჭრაში . იმისთვის, რომ სწორი ანალიზი გავაკეთოთ და გადავწყვიტოთ, ვის დავუჭერთ მხარს კენჭისყრაზე, საარჩევნო პროგრამას უნდა გავეცნოთ. თუმცა, პოლიტიკური სუბიექტების ძალიან მცირე ჩამონათვალს თუ გააჩნია დეტალურად გაწერილი საქმოქმედო დოკუმენტი. ვინ როგორ ცდილობს ჩვენი გულის მოგებას და რა მნიშვნელობა აქვს სააგიტაციო მასალისა და პროგრამის ქონას გადაწყვეტილების მიღების პროცესში?
ლეიბორისტულ პარტიაში მთავარ ამოცანად სამარლიანობის აღდგენას მიიჩნევენ. როგორ გაწერეს პროგრამა მიზნის მისაღწევად, ჩვენ ვერ გავიგეთ. უფრო მეტიც, რამაზ ბართიას პოზიციიდან გამომდინარე შთაბეჭდილება შეგვექმნა, რომ ამაზე წარმოდგენა თავად პარტიის წარმომადგენელსაც არ აქვს.
პარტია „ალეკო ელისაშვილი- მოქალაქეს“ რიგებს გენრი დოლიძე იმის გამო შეურთდა, რომ პოლიტიკური ამბიცია მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვაა. როგორ და რა ფორმით გეგმავენ ამას? ამტკიცებს, რომ წინასაარჩევნო პროგრამა აქვთ, თუმცა სააგიტაციო მასალა ვერ გვიჩვენა. კითხვაზე, როგორ აპირებენ ამომრჩევლის ინფორმირებუობას? დოლიძემ გვიპასუხა, რომ კომუნიკაცია გაამარტივეს და პროგრამის ნაცვლად, ბანერებზე მობილურის ნომერი მიუთითეს. შესაბამისად, ამომრჩევლებს - დაინტერესების შემთხვევაში გეგმას ტელეფონით გააცნობენ:
უპროგრამოდ დარჩინილებს შორისაა „პატრიოტთა ალიანსი“. მიუხედავად იმისა, რომ ლევან ლორთქიფანიძე ჩვენთან საპირისპიროს მტკიცებას შეეცადა, სააგიტაციო მასალა ვერ წარმოგვიდგინა. სამაგიეროდ, ფლაერების ჩვენებას ახლო მომავალში დაგვპირდა.
კანონმდებლობა პოლიტიკურ სუბიექტებს კონკრეტული პროგრამის ქონას არ ავალდებულებს, თუმცა ვის დაუჭერს მხარს ამომრჩეველი კენჭკსყრაზე ან რის მიხედვით უნდა შემოხაზოს კონკრეტული ციფრი, ამაში რომ დიდ როლს სახელმძღვანელო დოკუმენტი თამაშობს - ეჭვგარეშეა. სამოქმედო გეგმის მნიშვნელობას ხაზს მესამე სექტორიც უსვამს. მადონა ბერიძე ამბობს, რომ ამომრჩეველი გადაწყვეტილებას სწორედ პროგრამის ანალიზის საფუძველზე იღებს.
აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უსკოში 26 პოლიტიკური სუბიექტი დარეგისტრირდა, აქედან დაახლოებით ნახევარმა ჩვენს კითხვაზე, აქვთ თუ არა წინასაარჩევნო პროგრამა პასუხი ვერ გაგვცა. ნაწილმა კი იმ მიზეზით ვერ წარმოგვიდგინა, რომ ამომრჩეველს სახელმწძღვალო დოკუმენტის მთავარ თეზისებს ზეპირად, კარდაკარ შეხვედრებზე აწვდიან. რამდენად მისაღებია კომუნიკაციის ეს ფორმა მაჟორიტარს და მოქალაქეს შორის- დასკვნა თქვენ გააკეთეთ.