23, სექტემბერი 2020 10:29:00
ბინაზე იმკურნალებს ის კოვიდპაციენტი, რომელსაც არ აღენიშნება სიმპტომები და აქვს იზოლირებულად მკურნალობის საშუალება - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ნინო ნიჟარაძის თქმითვე, რეგიონში რამდენიმე პაციენტი უკვე მკურნალობს სახლში, თუმცა მან კონკრეტული რაოდენობა არ დაასახელა.
"თუ კი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გართულებული რაიმე თანმხლები დაავადებით, პაციენტი არის ბავშვი, ფეხმძიმე, მოხუცი ან სხვა რისკის ქვეშ მყოფი, პაციენტი გადადის კლინიკაში; თუ პაციენტს საცხოვრებელი პირობები არ აქვს (რომ იყოს იზოლაციაში) – გადადის კოვიდსასტუმროში, ხოლო თუ პაციენტი არის უსიმპტომო, იღებს ოჯახის ექიმის მეთვალყურეობას დისტანციურად, დღეში რამდენჯერმე" - განმარტა ნიჟარაძემ.