23, სექტემბერი 2020 13:42:00
კასპში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კაცი ტყეში შეშის ჩამოსატანად წავიდა, უკან დაბრუნებისას კი მანქანა ხელს შეეჯახა და რამდენჯერმე ამობრუნდა. მიზეზი სავარაუდოდ, ხის მორი გახდა, რომელიც ტრანსპორტის სალონში ელაგა.
წინასწარი ინფორმაციით, ხის მორი დაცურდა და მძღოლს კისრის არეში მოხვდა.