23, სექტემბერი 2020 21:45:00
მთვარ გამოშვებაში გიამბობთ უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრები ირემაძეების შესახებ. 3 წევრიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელსაც ქირაში იხდიან. იმის გამო, რომ ქრონიკული პაციენტები არიან, ცოლ-ქმარი მუშაობასაც ვერ ახერხებს. ინტერნეტის არ ქონის გამო კი, თავიანთი შვილი განათლებას ვერ ღებულობს.
ეს კიდევ ერთი, უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრები ოჯახია ბათუმში, რომელსაც ახლა ამ რეპორტაჟით ეცნობით. ირემაძეები, ნაქირავებ ბინაში უკვე ორი წელია ცხოვრობენ. ბინის მეპატრონეს ყოველთვიურად იმ თანხას უხდიან, რომელსაც სოციალურად დაუცველი სტატუსის წყალობით, სახელმწიფოსგან იღებენ.
იმის გამო, რომ ქრონიკული პაციენტები არიან, მუშაობას ცოლ-ქმარი ვერ ახერხებს. უსახსრობის და სიძვირის გამო, ხშირად აუცილებელი წამლების შეძენასაც ვერ ახერხებენ.
ირემაძეების შვილი პირველი კლასის მოსწავლეა. იმის გამო, რომ ოჯახს ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება, მოზარდი მოკლებულია განათლების უფლებასაც.
ოჯახს ახლა კიდევ ერთი საფიქრალი აქვს. იმის გამო, რომ სასურსათო მაღაზიაში ვალი დაუგროვდათ, ქირის გადასახდელად ფული აღარ რჩებათ. მათ სხვების დახმარების იმედი აქვთ.