24, სექტემბერი 2020 21:30:00
მთავარ გამოშვებაში ასევე შევეხებით თემას, რომლის პრობლემურობა შესაძლოა ერთი შეხედვით ყოველდღურ ცხოვრებაში არ ჩანს, თუმცა სტატისტიკას თუ გადავხედავთ და რიცხვებს დავაკვირდებით, აუცილებლად დავფიქრედებით იმაზე, რომ უარყოფითი შედეგი დღეს და ხვალ თუ არა, ახლო წლებში აუცილებლად დადგება. ეს არის საკეისრო კვეთების ზრდის პრობლემა ქვეყანაში. ქირურგიული ჩარევის უარყოფითი მხარე საკმაოდ დიდ რისკს უკავშირდება. აჭარა კი საქართეველოში მსგავსი ოპერაციების მაჩნევენბლით რეგიონებს შორის მეორე ადგილზეა. რეპორტაჟი მზად არის, დაელოდეთ , გაიგებთ რა უნდა იცოდეთ მომავალმა დედებმა, ვიდრე ამ გადაწყვეტლებას მიიღებთ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, საკეისრო კვეთების რაოდენობა, ქვეყნის მასშტაბით, მშობიარობათა საერთო რიცხვის 10-15 %-ს არ უნდა აღემატებოდეს, თუმცა საქართველო ამ ზღვარს, საკმაოდ მაღალი ციფრებით სცდება და ზრდას სტაბილურად განაგრძობს. ჩატარებული კვლევების შედეგებიდან ირკვევა, რომ 2018-2019 წლების მონაცემებით, საკეისრო კვეთების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით სამეგრელო-ზემო სვანეთი ლიდერობს. მეორე ადგილს კი 53%-ით აჭარა იკავებს.
და მაინც, რატომ გამოირჩევა აჭარა საკეისრო კვეთის ასეთი მაღალი მაჩვენებელით? ჯანმრთელობის ცენტრ „მედინა“-ს ექიმ-გინეკოლოგის შეფასებით, ფაქტია ისაა, რომ სწრაფ, უმტკივნეულო პროცედურასა და ხანგრძლივად მიმდინარე მტკივნეულ მშობიარობას შორის, ქალები არჩევანს პირველი ვარიანტის სასარგებლოდ აკეთებენ. ჯუმბერ უნგიაძის განმარტებით, ხშირ შემთხვევაში ორსულებს, ამ ნაბიჯის გადადგმისკენ ექიმები უბიძგებენ. აღნიშნავს, რომ გინელოკოგებისთის საკეისრო კვეთა უფრო მარტივი პროცედურაა და სამომავლო შესაძლო გართულებებზე არ ფიქრობენ.
ის, რომ ამ მხრივ მედ-პერსონალის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კოლეგას ეთანხმება რაულ პაქსაძეც. ექიმის მოსაზრებით, საკეისრო კვეთა დიდ რისკებთან ასოცირდება, რაზეც მედიკოსებმა ორსულებს მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მიაწოდონ და ფიზიოლოგიური მშობიარობის უპირატესობაში დაარწმუნონ. პაქსაძე სახელმწიფოს როლის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს.
ფიზიოლოგიური მშობიარობისთის სახელმწიფო 500, ხოლო საკეისრო კვეთაზე 800 ლარს გასცემს, ამასთან, სამედიცინო ჩვენების გარეშე, დედის მოთხოვნით, ქირურგია ფინანსდება ისე, როგორც ფიზიოლოგიური მშობიარობა. ექიმები ამბობენ, რომ ამ მიდგომით, სახელმწიფო ერთგვარ ბარიერს ქმნის საკეისრო კვეთის ზრდის შესაჩერებლად, მით უფრო, რომ გინეკოლოგს, მარტივად შეუძლია, სამედიცინო ისტორიაში სასურველი ჩვენება ჩაწეროს, ამიტომაც, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მოსაძებნია გამოსავალი, რითაც გაკონტროლდება, გაკეთდა თუ არა, საკეისრო კვეთა, სამედიცინო ჩვენების საფუძველზე.