25, სექტემბერი 2020 18:25:00
კორონავირუსით გარდაცვალების 27-ე შემთხვევა ბათუმში დაფიქსირდა. 54 წლის კაცი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 20 სექტემბერს, კრიტიკულ მდგომარეობაში მიიყვანეს. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განმარტეს, მას თანმდევი, ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.