25, სექტემბერი 2020 18:04:00
ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, უკანონო ნადირობის 304 ფაქტი გამოვლინდა. ყველაზე მეტი – 230 შემთხვევა დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა. აქედან, აჭარასა და გურიაში – 14, სამცხე-ჯავახეთში 21, სამეგრელო-ზემო სვანეთში – შვიდი, ქვემო ქართლში – ექვსი, კახეთში კი ხუთი ფაქტი გამოავლინეს. 22 აგვისტოდან დღემდე, უკანონო ნადირობის სამი ფაქტი დაფიქსირდა დედაქალაქშიც. ადგილი ჰქონდა ისეთ დარღვევებს, როგორიცაა ნადირობა სპეციალური მოსაკრებლის გარეშე, ან დაურეგისტრირებელი იარაღით. თანამშრომლებმა 279 ხელნაკეთი მოწყობილობა ე.წ. „მანოკიც“ ამოიღეს. მონაცემები, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ეკუთვნის.