25, სექტემბერი 2020 18:05:00
თავდადებულის ქუჩის 35 ნომერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. სრულად აღდგა შენობის ფასადი, განახლდა სახურავი, შეიცვალა შენობის საძირკვლის ნაწილი და კარ-ფანჯრები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის შუშაბანდსაც. განხორციელდა შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ძეგლის რეაბილიტაციაზე 765 ათას 296 ლარი დაიხარჯა. პროექტი ბათუმის მერიამ დააფინანსა.