კვირა 22, სექტემბერი 2019

რძისა და რძის ნაწარმის შემოწმება

21, იანვარი 2017 11:39:00

სურსათის ეროვნული სააგენტო სარეალიზაციო ობიექტებში რძისა და რძის ნაწარმის შემოწმებას განაგრძობს. კონტროლის მიზანი „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისობის დადგენაა. რეგულაციის მიხედვით, ნაწარმზე, რომელიც მცენარეულ ცხიმს შეიცავს,  რძის ნაწარმის ან მიმსგავსებული ტერმინების გამოყენება დაუშვებელია. სააგენტოს სპეციალისტები ბიზნესოპერატორების დოკუმენტურ შემოწმებასაც ახორციელებენ. მონიტორინგის ფარგლებში ლაბორატორიული კვლევისთვის სარეალიზაციო ქსელში განთავსებული რძისა და რძის ნაწარმის 250 ნიმუში აიღეს, საიდანაც 3 შემთხვევაში მცენარეული ცხიმის შემცვლელობა გამოვლინდა, ხოლო 14 ნიმუშში დაფიქსირდა ეტიკეტზე მითითებული ცხიმიანობის პროცენტის შეუსაბამობა.


დღის ამბები