28, სექტემბერი 2020 21:20:00
პარტია „საქართველოს ხალხთა ერთობა“-მ აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. არჩევნებში კენჭს მაღალმთიანი აჭარიდან, საქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე, პაატა შავაძე იყრის. მანდატის მოპოვებისთვის ბათუმის ოლქიდან პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, თენგიზ რუხაძე შეეცდება. რაც შეეხება ქობულეთს, პოლიტიკურმა გაერთიანებამ აქ ბიზნესმენი, ედნარ ბაგრატიონი წარადგინა. პარტია უსკოში უკვე დარეგისტრირდა.