30, სექტემბერი 2020 17:17:00
პარტია ,,ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსმა ’’ მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატთა სია წარადგინა. აჭარის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების სია ასეთია: ბათუმის ოლქიდან კენჭს გოჩა გუგნავა იყრის, ქობულეთიდან ლაშა ვერულიძე, ხოლო მაღალმთიანი აჭარიდან ანჟელა ვერძაძე. „სოლიდარობის ალიანსმა“ პარტიული სიაც წარადგინა, მათ შორის, კანდიდატები, რომლებიც საქართველოს პარლმანეტში იყრიან კენჭს. პარტიის სახელით, ბათუმიდან პარლამენტისთვის მარიამ ჯაში იბრძოლებს. იგი სიის პირველი ნომერია.