30, სექტემბერი 2020 21:59:00
მუხრან ვახტანგაძე, ფახი ხალვაში და ნუკრი ბეჟანიძე - ბათუმის სამი სხვადასხვა ოლქის მაჟორიტარები არიან საქართველოს პარლამენტში. მათ უფლებამოსილების ვადა ერთ თვეში ეწურებათ. რა გააკეთეს 4 წლის განმავლობაში პარლამენტარებმა ამომრჩევლებისთვის? რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მოქალაქეები მათ არც კი იცნობენ, პრობლემების მოგვარებაზე კი საუბარიც ზედმეტია. ბათუმში მცხოვრებლების ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო დაპირებები შემდგომში, რომ არ სურდება აღარ უკვირთ.
მუხრან ვახტანგაძე, ბათუმის 70-ე ოლქის მაჟორიტარად საქართველოს პარლამენტში, 2016 წელს აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წელს, ნოემბერში ეწურება. რის გაკეთება შეძლო პარლამენტარმა ოთხი წლის მანძილზე, ამომრჩეველს საუბარი უჭირს. აღმოჩნდა, რომ ჩვენს მიერ გამოკითხული რესპოდენტების ნაწილს, პარლამენტში, საკუთარი წარმომადგენლის ვინაობაც დავიწყებია.
ბათუმს პარლამენტში კიდევ ერთი მაჟორიტარი ჰყავს - ნუკრი ბეჯანიძე. შემთხვევით შერჩევის პრინციპით გამოკითხული მოქალაქეები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ ქვეყნის კანონმდებელი, ამომრჩეველთან მხოლოდ მაშინ მიდიოდა და პრობლემებს მხოლოდ მაშინ ისმენდა, როცა კანდიდატი იყო და წინასაარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული.
ბათუმელი ამომრჩეველი იმედგაცრუებულია 68-ე ოლქშიც. ოთხი წლის შემდეგ ამბობენ, რომ არჩევანში შეცდნენ, რომ ფატი ხალვაშმა, 2016 წელს მათი ხმები მხოლოდ საკუთარი მიზნისთვის გამოიყენა.
2016 წლის მოწვევის პარლამენტარებს, უფლებამოსილების ვადა 31-ი ოქტომბრის კენჭისყრის საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში ეწურებათ. საბოლოო შედეგის გამოცხადებისთვის კი 21 დღიანი ვადაა დაწესებული.